24 ოქტომბერი 2020,   04:35
ვრცლად
Apple-მა რუკებზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მონიშნა

კომპანიამ Apple რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საკუთარ აპლიკაციებში რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მონიშნა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა დაგმო. რუსეთში მყოფი მომხმარებლები Apple-ის რუკებსა და ამინდის აპლიკაციაში ყირიმს რუსეთის ტერიტორიაზე ხედავენ, აპლიკაციების სხვა ქვეყნებიდან გახსნის შემთხვევაში კი ყირიმი არცერთი ქვეყნის ტერიტორიად არის მონიშნული.

"ყირიმი და სევასტოპოლი "ეფლის" მოწყობილობებში რუსეთის ტერიტორიად ჩანს," - ნათქვამია სახელმწიფო დუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთისა და Apple-ის მოლაპარაკებები რუკასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად კომპანია აცხადებდა, რომ შეეძლო, ყირიმი გაურკვეველ ტერიტორიად მოენიშნათ - ის არც უკრაინის ნაწილი იქნებოდა და არც რუსეთის. თუმცა როგორც დუმაში აცხადებენ, Appl-მა მათი მოთხოვნა, საბოლოოდ, დააკმაყოფილა.

კომპანიაში გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.

დღის ამბები