24 ოქტომბერი 2020,   04:59
ვრცლად
ინტერპოლით ძებნილი მურად ქავთარაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს

სოფელ საკობიანოში მოკლული 36 წლის ვისური მუთოშვილის ბიძაშვილი ამბობს, რომ მოკლულს, ქავთარაშვილები დახვდნენ და რამდენჯერმე ესროლეს, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზად პანკისის ხეობის მკვიდრი ჰესის აშენებასთან დაკავშირებულ კონფლიქტს ასახელებს.

მურად ქავთარაშვილი, რომელსაც რამაზ მუთოშვილი კონფლიქტის მეორე მხარედ ასახელებს, საკობიანოში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად ფეხში დაიჭრა.

"კურიერის" ინფორმაციით ის ინტერპოლის 2017 წლის ტერორიზმის მუხლით ძებნილი პირების სიაშია.

მკვლელობის კონკრეტულ ვერსიაზე ვერ საუბრობს მუთოშვილის ოჯახი, ახლობლების თქმით სისხლიანი გარჩევის ვერსიები განსხვავებულია, მათი ნაწილი, რომელთა შორის უხუცესებიც არიან, ფიქრობენ რომ ფიქრობს რომ დაპირისპირება პირადი კონფლიქტის გამო დაიწყო.

ცნობილია ისიც, რომ უხუცესები დაპირისპირებული ახალგაზრდების შერიგებას ცდილობდნენ მაგრამ ვერ შეძლეს.

ხეობის მაცხოვრებლების მეორე ნაწილი კი პირად დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს და ღიად ამბობს, რომ ვისური მუთოშვილსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო დაიწყო და ბოლო რამდენიმე თვე გრძელდებოდა. 

ის, რომ სოფელ საკობიანოში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება რომელსაც ერთი მსხვერპლი და 3 დაჭრილი ყავს ჰესების მშენებლობას უკავშირდება, კატეგორიულად გამორიცხავს ჟურნალისტი ელისო კილაძე.“ ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ სისხლიანი გარჩევის უკან გვარებს შორის დაწყებული პირადი კონფლიქტია.

პანკისში სისხლიან დაპირისპირებასა და "ხადორი 3" -ის ელექტროსადგურის აშენებასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ კომპანიაში რომელსაც ხეობაში ჰესი უნდა აეშენებინა.

"ალაზანი ენერჯიში" ამბობენ, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ ჰესის აშენებასთან დაკავშირებით ყველა სახის აქტიურობა გაჩერებულია.

ამ დროისთვის სოფელ საკობიანოში მომხდარ სისხლიან დაპირისპირების შედეგად ერთმა დაჭრილმა ახმეტის ჰოსპიტალი დატოვა, ერთი კი რომლის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

"კურიერის" ინფორმაციით, კიდევ ერთი მძიმედ დაჭრილი, ინტერპოლით ძებნილი მურად ქავთარაშვილი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.

დღის ამბები