29 ოქტომბერი 2020,   07:01
ვრცლად
დონალდ ტრამპი ევროკავშირის დაშლისთვის ლოცულობს - დონალდ ტუსკი

"აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ის ბლოკის დაშლისთვის ლოცულობს," - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

"პირველად ისტორიაში, ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება გაერთიანებულ ევროპას. ის მხარს უჭერს ბრექსიტს და ლოცულობს, რომ კავშირი დაიშალოს," - განაცხადა ტუსკმა გერმანულ გამოცემასთან Die Zeit-თან.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში პრობლემები ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაჩნდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მეგობრული ურთიერთობის აღდგენას სექტემბერში, ბრიუსელში ვიზიტისას შეეცადა.

დღის ამბები