24 ოქტომბერი 2020,   05:25
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა მექანიზმს იყენებს ექიმის დროულად გასათავისუფლებლად - დავით ზალკალიანი

მეცხრამეტე დღე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში - ქართველი ექიმი ისევ დაკავებულია. 

ვაჟა გაფრინდაშვილის თემა იქნება ერთ-ერთი რომელსაც ხვალ აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილავენ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ექიმის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმირებულია და ყველა მექანიზმს იყენებენ მის დროულად გასათავისუფლებლად. 

"სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსშია, ყველა მექანიზმს იყენებენ, უკანონო პატიმრის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ფარგლებსაც მე ინფორმაციის მიწოდების კუთხით, აუცილებლად გამოვიყენებ და ყველა ჩვენს პარტნიორს დეტალურად მივაწვდი ინფორმაციას ამ უკანონო დაკავების შესახებ," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, დაკავებული ექიმის გათავისუფლება უწყების სამუშაო დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია. 

"ფაქტობრივად, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენც და სხვა უწყებებიც. ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილი.

 

დღის ამბები