24 ოქტომბერი 2020,   04:47
ვრცლად
დღეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორი დოკუმენტი გაფორმდა

27 ნოემბერს საქართველოსთვის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორი დოკუმენტი გაფორმდა:

ნებაყოფლობითი შენატანის შესახებ შეთანხმება და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის “ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე“- დამატებითი ოქმი.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს მხრიდან კი -  ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მარია პეჩინოვიჩ ბურიჩმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ოცი წლის განმავლობაში ორგანიზაციიდან მიღებულ მხარდაჭერაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, გააჟღერა ევროპის საბჭოს ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანის განხორციელების გადაწყვეტილება.

ამასთან, ევროპის საბჭოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, წევრი ქვეყანა ნებაყოფლობით შენატანს ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავმჯდომარეობის პერიოდში.

საყურადღებოა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ევროპის საბჭოს მიაწოდოს რეკომენდაცია, თუ რა მიმართულებებით მოხდეს შენატანის გადანაწილება.

დღის ამბები