24 ოქტომბერი 2020,   04:22
ვრცლად
300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს ერაყში

ერაყში მომიტინგეების პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს და გზების ბლოკირება მოახდინეს.

მომიტინგეები მთვარობის წარმომადგენლებს ოფისებში შესვლასა და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ბასრას პროვინციაში ცეცხლის გაუხსნეს.

ქვეყანაში დახურულია სკოლები და საჯარო დაწესებულებები. მომიტინგეები კორუფციასა და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ.

შეტაკებებს უკვე 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია.

დღის ამბები