24 ოქტომბერი 2020,   05:05
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ოფისზე თვალთვალი ხორციელდებოდა - ირმა ნადირაშვილი 

"ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებით, სუს-ის მიერ მათი თვალთვალი ხორციელდება. ირმა ნადირაშვილის თქმით, პარტიის ოფისთან ორი დღის განმავლობაში საეჭვო პირების მოძრაობა შეინიშნებოდა და პარტიის მიმდებარე ტერიტორიაზე თვალთვალი მიმდინარეობდა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა საპატრულო პოლიციასაც მიმართეს და მტკიცებულების ვიდეო-ჩანაწერიც გადასცეს, თუმცა ამ დრომდე პარტიის წარმომადგენლებს არავინ დაკავშირებია.

"მინდა განვაცხადო, რომ "ევროპული საქართველოს" ოფისზე ხორციელდებოდა თვალთვალი და მეთვალყურეობა. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც აქ იყვნენ, ვის დავალებებს ასრულებდნენ.

ამ დრომდე ჩემთან ხაზზე არ გამოსულა კრიმინალური პოლიცია, ისინი არ დაინტერესებულან ჩვენი განცხადებით. ძალიან სამწუხაროა, რომ კრიმინალური პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გარეგნულად მაინც არ ცდილობს სახის შენარჩუნებას," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები