17 იანვარი 2021,   07:38
ვრცლად
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რევოლუციებს შავი ჭირი უწოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რევოლუციებს შავი ჭირი უწოდა.

"საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი - მეოთხე ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ შევაჩერეთ ეს შავი ჭირი, ეს დაავადება, ეს ვირუსი," - ეს განცხადება ალიევმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ალიევის თქმით, რევოლუციებმა ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანეს და ამ სახელმწიფოებში არეულობები არ წყდება.

დღის ამბები