24 ოქტომბერი 2020,   05:00
ვრცლად
დასპონსორებული დეზინფორმაცია ფეისბუკგვერდებზე - "სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური მედიის გამოწვევებზე დისკუსია გამართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" 52 ფეისბუქ-გვერდი გამოავლინა, რომელიც პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ ნარატივს აქტიურად ავრცელებს. არჩევნებისას სოციალური მედიის გამოწვევებზე, არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს კვლევა გამოაქვეყნა და დისკუსიაც გამართა. ორგანიზაციის ინფორმაციით გაუმჭვირვალე და ბუნდოვანია, ვინ აფინანსებს გამოვლენილ ანონიმურ გვერდებს. როგორც წესი სოციალურ ქსელში ასეთი გვერდები სწორედ საარჩევნოდ აქტიურდება.

"მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენ ვნახეთ გასულ არჩევნებზე, არის დისკრედიტაციული კამპანიები, რომლებიც იყენებენ ანონიმურად დასპონსორებულ კონტენტს. საპასუხო ქმედება უნდა იყოს ფინანსური გამჭვირვალობა იმისათვის, რომ თანხები, რომელიც იხარჯება დასპონსორებულ კონტენტზე სოციალურ ქსელებში, იყოს ისეთივე მაღალ სტანდარტს დაქვემდებარებული, როგორც მაგალითად რეკლამა, თუნდაც მაუწყებელ მედიაში,"- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები