06 დეკემბერი 2020,   06:08
ვრცლად
უნდა მიენიჭოთ თუ არა 20 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი - NGO-ები დავის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავენ

20 ივნისის აქციის შემდეგ 4 თვეზე მეტი გავიდა, დაზარალებულის სტატუსი კი აქციის მხოლოდ 4 მონაწილეს მიენიჭა. არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ თუ არ მოხდება დაშავებულთა დაზარალებულად ცნობა, სამართლებრივ ბრძოლას საქართველოს ფარგლებს გარეთ გააგრძელებენ. 

დაზარალებულად ცნობას ითხოვს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ირაკლი ხვადაგიანი, თუმცა მას სხვა აქტივისტების მსგავსად, სასამართლომ სტატუსი არ მიანიჭა. ხვადაგიანის მტკიცებით, 21 ივნისს გამთენიისას პოლიციელის ხელკეტი სახეში დაკავების შემდეგ მოხვდა. ფოტოების გარდა, სამედიცინო დასკვნაშიც ასახულია, რომ მას სილურჯეებთან ერთად სახის ძვლის მოტეხილობებიც ჰქონდა. 

ირაკლი ხვადაგიანის გარდა, კიდევ 25 პირის უფლებებს საია იცავს. დღეისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა ოფიციალურად 4 არასამთავრობო ორგანიზაციას 31 პირთან მიმართებით აქვს დაყენებული, თუმცა დაკმაყოფილებული არც ერთი არ არის. დღეს ორგანიზაციებმა პროკურატურა და სასამართლო შერჩევით მიდგომაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ასევე სამომავლოდ დავის სტრასბურგში გაგრძელება დააანონსეს.    

იმ ფონზე, რომ დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილეა ცნობილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ. რაც შეეხება მმართველ პარტიას, იქ პოზიციები ორად იყოფა. დეპუტატების ნაწილი ცალსახად პროკურატურის პოზიციას იზიარებს, ნაწილი ამბობს, რომ მათ, ვინც დაზიანებები მიიღეს, დაზარალებულის სტატუსიც უნდა ჰქონდეთ.    

დღის ამბები