27 ნოემბერი 2020,   14:35
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პირველი ეტაპი დასრულდა

მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით მარტვილის ეპარქიის ახალმა მმართველებმა დღეს კიდევ ერთი ობიექტი გადაიბარეს. სკოლა-პანსიონში ინვენტარიზაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღრიცხული ქონება ელექტრონულ დოკუმენტაციაში მითითებულს დაემთხვა. ადგილზე სასულიერო პირებთან ერთად იურისტები და ფინანსისტები მუშაობდნენ. 

სკოლა-გიმნაზიის გარდა, ინვენტარიზაცია ჩატარდა მუზეუმში, პატრიარქის რეზიდენციასა და სალხინოში მდებარე ღვინის მარანში, გავრცელებული ინფორმაციით ღვინის სახლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ ეპარქიის დატოვებას აპირებს სასულიერო პირების ნაწილი.

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი ორი დღის წინ დაიწყო. ცხრაკაციან კომისიას სვეტიცხოვლის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს.

ჭყონდიდის ეპარქიაში მმართველის ცვლილებები სინოდის სკანდალურ სხდომას მოჰყვა. მეუფე პეტრე ილია მეორის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გადააყენეს და მიტროპოლიტის სტატუსი ჩამოართვეს.

პატრიარქის მითითების მიუხედავად, მეუფე პეტრე შიომღვიმის ეკლესიაში არ გაემგზავრა. საქმიანობას ის, სავარაუდოდ, თბილისში განაგრძობს.

დღის ამბები