06 დეკემბერი 2020,   05:37
ვრცლად
ირანი ბირთვული შეთანხმებით აღებულ კიდევ ერთ ვალდებულებას არ შეასრულებს - ჰასან რუჰანი

ირანი ბირთვული შეთანხმებით აღებულ კიდევ ერთ ვალდებულებას არ შეასრულებს. ურანის გამდიდრებისთვის ცენტრი ფუგებს აამუშავებს და ამისთვის ბუნებრივ აირს გამოიყენებს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განცხადება სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გააკეთა. ჰასან რუჰანიმ პროცესზე დასაკვირვებლად ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მიიწვია.

პრეზიდენტის თქმით, ბირთვულ შეთანხმებას ირანი იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ დასავლეთი მას სანქციებს სრულად მოუხსნის.

დღის ამბები