06 დეკემბერი 2020,   06:12
ვრცლად
"შეიძლება რომელიმე გარყვნილი ადამიანი მოკლან... გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ" - ლევან ვასაძე ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავს

ლევან ვასაძე ფილმის "And Then We Danced"-ის ჩვენების ჩაშლას გეგმავს.

ამის შესახებ მან დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან მხარდამჭერებს ფილმის პრემიერის დღეს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდა.  

ბიზნესმენი და "სახალხო ლეგიონის" შემქმნელი ლევან ვასაძე ტელემიმართვაში  ფილმს გარყვნილების პროპაგანდად მოიხსენიებს:

"თქვენზე უფრო მეზარება, არავითარ პოპულარობას ამით არ ვეძებ, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებ ამას და უმორჩილესად გთხოვთ, კვლავ არ დავიზაროთ და კვლავ დავდგეთ ერთად," - აცხადებს ვასაძე.

ვასაძე მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ არც ვინმეს სიკვდილი არაა გამორიცხული:

"შეიძლება მე რამე დამმართონ, რომ ქვეყანა არიონ. შეიძლება რომელიმე გარყვნილი ადამიანი მოკლან, ან ცემონ რომ ხალხს დაგვაბრალონ,"- აცხადებს ვასაძე.

ვასაძე სამოქმედო გეგმის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ შეკრებილი ხალხი 5 ჯგუფად დაიყოფა და იმ კინოთეატრებთან გადანაწილდებიან, სადაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი:

"ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში...  შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას," - განაცხადა ლევან ვასაძემ.

დღის ამბები