06 დეკემბერი 2020,   06:11
ვრცლად
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველო არ შეუერთდა, ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა  

სერგი კაპანაძე ხელისუფლების წინააღმდეგ - დეპუტატის კრიტიკის მიზეზი ის გადაწვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, საქართველო არ შეუერთდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების გაგრძელებას. გადაწყვეტილება ევროკავშირს ეკუთვნის, რომელიც წევრმა ქვეყნებმა რუსეთის უკრაინასთან კონფლიქტის გამო მიიღეს.

"ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება არ იყენებს შესაძლებლობას, საქართველოს ოკუპაცია საერთაშორისო დონეზე, უკრაინასთან ერთად იყოს განხილული. როგორც კაპანაძე აცხადებს, მსგავსი მიდგომა მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება "უპასუხისმგებლო" საგარეო პოლიტიკას ატარებს.   

"ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, როგორ უპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკას ატარებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც არ უდგას გვერდში უკრაინას და არ იყენებს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ საქართველოს კონფლიქტი რუსეთთან იყოს განხილული ერთ კონტექსტში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან,"- აცხადებს სერგი კაპანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოლოდინი არ აქვს.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს დამოკიდებულებას რუსეთისადმი მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი საქართველოს მიმართ განხორციელებული ქმედებები.

"თუნდაც კონგრესის გადაწყვეტილება ავიღოთ და გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ნებისმიერ ქვეყანას, ვინც არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სანქციები დაუწესდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან," - აცხადებს გია ვოლსკი. 

დღის ამბები