27 ნოემბერი 2020,   16:23
ვრცლად
საზოგადოება ძალადობის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება - პრეზიდენტი სოფო კილაძის მიმართ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა მიუღებელია.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სოფო კილაძის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა:

"ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა,"-  წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები