19 ივნისი 2021,   19:11
ვრცლად
"ქვეყანას სჭირდება უკეთესი კანდიდატები”  - არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს.

მესამე სექტორი ითხოვს, ამ მოწვევის პარლამენტმა, უზენაეს სასამართლოში არსებული ოცივე ვაკანტური ადგილი სრულად არ დააკომპლექტოს.

“თუ ბატონი თადუმაძე ფიქრობს, რომ მან გარკვევით ახსნა, რატომ ჩააბარა 93-ში და როგორ დაიწყო სასწავლებელმა ფუნქციონირება 94 წელს, ასე არ არის. ჩვენ ვიგებთ, რომ პირველ ეტაპზე ამ ქვეყანას სჭირდება უკეთესი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში, ვიდრე გასაუბრებაზე მყოფი ადამიანების დიდმა ნაწილმა წარმოაჩინა საკუთარი თავი. არ მგონია, რომ პარლამენტი ოცივეს დაუჭერს მხარს, ალბათ რამდენიმე მათგანს ჩააგდებს. თუმცა ის, ვინც სჭირდებათ აუცილებლად გავა. ეს იქნება ერთგვარად გარიგება მმართველ პარტიასა და სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფს შორის,“ - განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პირველი ნაწილი უკვე დაასრულა. დეპუტატების კითხვებს კანდიდატების ნახევარმა პასუხები უკვე გასცა. დარჩა 10 მოსამართლე, რომელსაც იურიდიულ კომიტეტში მომავალი კვირიდან ელოდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პროცესი გამჭვირვალე არ არის, რადგან კანდიდატების დიდი ნაწილი, მათთვის არაკომფორტულ კითხვებს, თავს არიდებს.

დღის ამბები