19 ივნისი 2021,   19:41
ვრცლად
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებას სასამართლო დღეს შეუფარდებს

გორის რაიონული სასამართლო დღეს ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე იმსჯელებს. მოსამარართლემ გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა მიიღოს. გამოძიება ირაკლი დეკანოიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას ედავება.

ირკვევა, რომ მოკლულს ქმართან არსებული უთანხმოების გამო, ადვოკატიც ჰყავდა, რომელიც მის უფლებებს სასამართლოზე იცავდა.

მოკლულის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა ბრალდებულის ოჯახის ინფორმაცია უარყო.

"აჩვენებდა ბავშვებს, უბრალოდ ბავშვები არ მიყვებოდნენ და არ უნდოდათ წასვლა. მამას ჩვეულებრივად ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს ქორწინების შეწყვეტის თაობასა და ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით. პირველი სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო 11 ოქტომბერს 16:00 საათზე, ამ სხდომას ვერ დაესწრო ნათია, რადგან დილით უკვე ეს ფაქტი მოხდა,“ - განაცხადა ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა.

დღის ამბები