19 ივნისი 2021,   20:17
ვრცლად
ნატომ რუსეთის აგრესიის მიმართ მიდგომები უნდა შეცვალოს

რუსეთის აგრესიის მიმართ ნატომ მიდგომები უნდა შეცვალოს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, კრემლის აგრესიისგან თავის დასაცავად, ძალების ადაპტაცია მოახდინოს.

ახალი სტრატეგია მოკავშირე ქვეყნების დახმარებას და გაძლიერებას უნდა ითვალისწინებდეს. დომინიკ რააბი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ლონდონში 65-ე პლენარული სესია შაბათს გაიხსნა.

დღის ამბები