19 ივნისი 2021,   19:38
ვრცლად
გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოს განცხადებას დეკანოზის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

თორნიკე მამალაძე იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საპატრიარქომ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"საპატრიარქომ სიმართლის დასადგენად არაერთხელ მიმართა იუსტიციის სამინისტროს და სახალხო დამცველს. ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება თანხმობა დაზარალებულის მხრიდანაც, რასაც გამოხმაურება არ მოჰყოლია," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

უპასუხისმგებლობად და დეკანოზის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს აღნიშნულ განცხადებას დაკავებული დეკანოზის ძმა. თორნიკე მამალაძის თქმით, ოჯახი იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა და "ემპათიის" ალტერნატიულ ექსპერტიზას ელოდება, რომლის საბოლოო პასუხი ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დოკუმენტში ნახსენები სიტყვა "სიმულაცია" არასწორია და მისი ძმა მართლაც მძიმედა ავად არის.

დღის ამბები