23 ივნისი 2021,   15:29
ვრცლად
რუს დეპუტატს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლა გააწყვეტინეს

ევროსაბჭოში პროტესტის ნიშნად ახალგაზრდებმა ასამბლეის დარბაზსა და ეზოში საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის დროშები ააფრიალეს. ხმაური დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსი დეპუტატი ევროპას ხმის უფლების დაბრუნებისთვის მადლობას უხდიდა.

უკრაინული, პოლონური და ქართული დროშებით მოწყობილი პერფორმანსისთვის ახალგაზრდებს რამდენიმე წუთი ჰქონდათ.

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების დარბაზიდან გაძევება მოითხოვა.

რამდენიმე აქტივისტი, რომლებმაც პეტრე ტოლსტოის საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია შეახსენეს, დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, თუმცა პროტესტის გაგრძელება მათ ევროპარლამენტის ეზოში მოახერხეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთის ფედერაციისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლების დაბრუნება სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.

აქტივისტების შეძახილები რუსულ ოკუპაციაზე არ მოუსმენიათ თავად ოკუპირებული სახელმწიფოების  წარმომადგენლებს. უკრაინის, საქართველოსა და ბალტიიის ქვეყნების დელეგატები პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ შევიდნენ. ქართველმა პარლამენტარებმა უარი თქვეს ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობაზეც.

გარდა ამისა, ესმა გუმბერიძემ, რომელიც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია, მოსკოვის დელეგატებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანები სწორედ მათი პოლიტიკის გამო იჩაგრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები