19 ივნისი 2021,   20:06
ვრცლად
პროტესტი ევროსაბჭოში

პროტესტი ევროსაბჭოში - ასამბლეაზე ქართველმა ახალგაზრდებმა სესიის დარბაზში საქართველოს, პოლონეთისა და უკრაინის დროშები იმ დროს გამოფინეს, როდესაც სესიაზე რუსი დეპუტატი სიტყვით გამოდიოდა. ამით აქტივისტებმა ევროპარლამენტში რუსული დელეგაციის დაბრუნება გააპროტესტეს. ამ დროს სხდომას საქართველოსა და უკრაინის დელეგატები პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.

ასამბლეა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და მოსკოვში აქციების დარბევის შესახებ მსჯელობდა. აქტივისტები რუსი დეპუტატის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ორგანიზაციაში მისი დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოში არანაირ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია. თამარ ჩუგოშვილის აცხადებს, რომ ასამბლეაზე საქართველოს, პოლონეთისა და უკრაინის დროშების  გამოფენით უკრაინულმა მხარემ რუსეთის ხელისუფლებისადმი პროტესტი გამოხატა. 

"ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა არანაირ საზეიმო ღონისძიებეში, რომელიც იმართებოდა ევროსაბჭოს 70 წლისთავის აღსანიშნავად. მე პირადად მხოლოდ ერთი დღე ვიყავი სესიაზე, რომელიც ერთ კვირიანია, დელეგაციაც ძალიან შეზღუდულად იყო ამ სესიაზე წარმოდგენილი. ამ კონკრეტულ პერფომანსსში მონაწილეობა არ მიგვიღია, გუშინ და დღეს ჩვენი წევრები არ იმყოფებოდნენ საპარლამენტო ასამბლეაზე, ხოლო ეს აქტი არის უკრაინის მხრიდან თავისი დამოკიდებულების და პროტესტის გამოხატვის ჟესტი," - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

აქციის ორგანიზატორი რაფაელ სუჟაკი მედიასთან განცხადებაში რუსულ პოლიტიკაზე საუბრობს. მისი განცახებით ისინი მუდამ შეახსენებ მსოფლიოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებას. 

"ჩვენ აქ ვართ, იმისთვის, რომ ყველას შევახსენოთ ჩვენივე ისტორიის დრამატული მომენტები. ჩვენ გვინდა ხმამაღლა ვთქვათ, არა ადამიანების ტანჯვას! ყირიმში, უკრაინაში, საქართველოში და ჩეჩნეთში, ყველგან, სადაც რუსი ტერორისტები შევიდნენ, ეს არის რუსეთის პოლიტიკის დღევანდელი სახე, ტერორიზმის პოლიტიკა," - განაცხადა სუჟაკმა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს“ მდივანი გიორგი კანდელაკი, მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ჯგუფთან ყოფნა, რადგან ოკუპაციის პრობლემის მწვავედ აქტუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

დღის ამბები