19 ივნისი 2021,   18:58
ვრცლად
"ერთ დღეს, საქართველო გახდება ნატოს წევრი და მე მოუთმენლად ველოდები ამ დღეს“ - როუზ გოტმიოლერი

"ერთ დღეს, საქართველო გახდება ნატოს წევრი და მე მოუთმენლად ველოდები ამ დღეს“ - ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ დღეს ბათუმში გააკეთა. როუზ გოტმიოლერმა საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

დღესვე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისით დააჯილდოვა. 

"საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო კონტრიბუტორია ავღანეთის მისიებში. მინდა პატივი მივაგო ყველა ქართველ დაღუპულ ჯარისკაცს. ნატოს მხარდაჭერის არსებითი პაკეტი გააძლიერებს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გაძლევთ რჩევებს, ჩავატარებთ ტრენინგებს ნებისმიერი კიბერთავდასხმის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ გაძლიერდეს თქვენი სპეციალური უსაფრთხოების ძალები. ვიმუშავებთ ერთობლივად უსაფრთხოების მიმართულებით. ერთ დღეს, საქართველო გახდება ნატოს წევრი და მე მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. ეს ჯილდო უზარმაზარი პატივია ჩემთვის,“ - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა

 

დღის ამბები