20 სექტემბერი 2020,   20:39
ვრცლად
"მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა" - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის განცხადება დღეს საზოგადოების კრიტიკის მიზეზი ხდება. "ლელოს" წარდგენაზე ორგანიზაციის დამფუძნებელმა მაია ცქიტიშვილი გააკრიტიკა. 

მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკრიტიკა. მისი თქმით, ქვედა რგოლში ტენდერები გაუმჭვირვალედ ტარდება. მართალია, მას მაია ცქიტიშვილი კორუფციაში პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, მაგრამ აღნიშნა, რომ მაია ცქიტიშვილი ვერ ერკვევა, თუ რა არის ზოგადად ინფრასტრუქტურა. 

"მაია ცქიტიშვილს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა, შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს, ასე ვთქვათ, აბარებენ. შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ხაზარაძის განცხადებას სექსისტური უწოდეს. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა ეს შეფასება დღეს პრეზენტაციისას გამოიყენა, სადაც მან საკუთარი გუნდის 12 ახალი ლიდერი წარადგინა. 

დღის ამბები