22 იანვარი 2021,   14:20
ვრცლად
ხალხთან „ქართული ოცნება“ არის უკვე დამარცხებული - ელენე ხოშტარია

„ამ ხალხთან „ქართული ოცნება“ არის უკვე დამარცხებული," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ "კურიერთან" განაცხადა. ის პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა, სადაც აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

„ქართულ ოცნებას“ გამოეცალა რესურსი, რის გარეშეც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ არსებობს. აქ ისმის მოთხოვნა, რომ თუ გახარია არ გადადგება, ეს ხალხი არ დაიშლება. წარმოუდგენელია, რომ შენ ხალხს შეეჯიბრო, როდესაც ამდენი ადამიანი რაღაცას ითხოვს. წაგებულია „ქართული ოცნება“. მადლობას ეუბნებიან გახარიას და "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებენ რაღაცებს, ეს მათ არაადეკვატურობაზე მეტყველებს“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები