22 იანვარი 2021,   13:59
ვრცლად
გავიღვიძეთ ქართველებმა - თეა დარჩია

„გავიღვიძეთ ქართველებმა,“ - ეს განცხადება მოცეკვავე თეა დარჩიამ "კურიერთან" გააკეთა. დარჩიას თქმით, ხელისუფლება უმთავრეს ღირებულებას - თავისუფლებას ართმევს.

„ჩემთვის პრინციპული შს მინისტრის გადადგომა საერთოდ არ არის, ჩემთვის პრინციპული ის არის, რომ ადამიანებს აღარ უნდათ, რაც იყო, უნდათ ახალი, უნდათ სუფთა, უნდათ მშვიდობა, უნდათ თავისუფლება,“ - განაცხადა დარჩიამ.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან. საპროტესტო ტალღის მეათე დღე კი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. დღევანდელი მსვლელობა - თავისუფლების მარში თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები