22 იანვარი 2021,   14:26
ვრცლად
იმედი მაქვს, არ მოგვიწევს ასე ქუჩაში დიდი ხანი თხოვნა ხელისუფლებისთვის, რომ არ შეგვაყაროს დათხრილ თავლებში ნაცარი - რუსუდან გოცირიძე

„იმედი მაქვს, რომ არ მოგვიწევს ასე ქუჩაში თხოვნა, დიდი ხანი თხოვნა ხელისუფლებისთვის, რომ არ შეგვაყაროს დათხრილ თავლებში ნაცარი,“ - ეს განცხადება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ "კურიერთან" გააკეთა.

რუსუდან გოცირიძე პარლამენტის წინ იმყოფება და მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, აქციაზე ოჯახის წევრებთან ერთად სამართლიანობისთვის დგას.

რუსუდან გოცირიძე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ ღირსეულ ხელისუფლებას დაუყოვნებლივი რეაქცია ექნებოდა.

„აქ წყდება ღირსების საკითხი, ან უნდა ჩვენმა ხელისუფლებამ ღირსეულად უპასუხოს იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა და ჩაეწეროს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი გამონაკლისი იმიტომ, რომ ხელისუფლებებს ძალიან უჭირთ ხოლმე შეცდომების აღიარება და ღირსება იმაში კი არ მდგომარეობს თუ როგორ გადაფარავ ან მიჩქმალავ, ან სხვას დააბრალებ ან როგორ გაამართლებ შენს შეცდომას, არამედ როგორ გაუსწორებ თვალს შენს შეცდომას და შეცდომაზე ადეკვატური რეაქცია გექნება. მე აქ ვდგავარ ღირსების გამო,“ - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები