22 იანვარი 2021,   12:34
ვრცლად
სჯობს დღეს, ვიდრე მომავალში ეს მოთხოვნა შესრულდეს - ლაშა ბაქარაძე გახარიას გადადგომას ურჩევს

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. აქციაზე იმყოფება ლაშა ბაქრაძე, რომელმაც "კურიერთან" აღნიშნა, რომ გახარიას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს გადადგომა.

„სჯობს დღეს, ვიდრე მომავალში ეს მოთხოვნა შესრულდეს და უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის და მთავრობისთვისაც,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

აქციაზე ასევე იმყოფება პოლიტოლოგმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს.

„როდესაც ერის პროგრესული ნაწილი ითხოვს გახარიას გადადგომას... აუცილებელია, რომ შეიცვალოს სისტემა. ეს არის განაცხადი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნება, ეს არის ღირსეული ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნება არის, რომ ინტეგრაციის პროცესი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გახდეს შეუქცევადი,“ - განაცხადა ჩიტაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები