22 იანვარი 2021,   14:24
ვრცლად
„ივანიშვილი არის დამთავრებული“ - გიორგი გუგავა

„ივანიშვილი არის დამთავრებული,“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, გიორგი გუგავამ "კურიერთან" გააკეთა.

გიორგი გუგავა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა, "კურიერთან" ამბობს, რომ გახარია დროულად უნდა გადადგეს.

„მათი ხელისუფლებიდან წასვლა უახლოეს მომავალში არის გარდაუვალი, თუ ამას გააცნობიერებს ოლიგარქი მალე, ეს იქნება ერთადერთი პოზიტიური მის ქმედებაში, სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, გახარიაც და მისი საცეცებიც, ივანიშვილის მერიონეტები ივანიშვილთან ერთად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე. იმ გასროლილ ტყვიას, იმ დაღვრილ სისხლს, იმ ძალადობას, მათ ქართველი ერი არ აპატიებს,“ - განაცხადა გუგავამ.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან. საპროტესტო ტალღის მეათე დღე კი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. დღევანდელი მსვლელობა - თავისუფლების მარში, თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები