22 იანვარი 2021,   14:21
ვრცლად
ქართველმა როდიონოვმა ჩაგვიტარა იგივე გახარიას სახით, რაც მაშინ როდიონოვმა გააკეთა - ირინა სარიშვილი

„ეს რეჟიმი, ივანიშვილიდან დაწყებული უნდა დასრულდეს,“ - ეს განცხადება ირინა სარიშვილმა გააკეთა.

სარიშვილი ამბობს, რომ შს მინისტრი არა მხოლოდ უნდა გადადგეს, არამედ უნდა დაისაჯოს კიდეც.

„უბრალოდ წასვლა ან მინისტრთა კაბინეტის შეცვლით ან რაიმე სხვა ხრიკით, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტყუილი და მე იმედი მაქვს, რომ ასეთ მაგარ ხელისუფლებას ვერავინ ვერ მოატყუებს,“ - განაცხადა სარიშვილმა.

სარიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობა ახალგაზრდებს გვერდში უნდა დაუდგეს. რაც შეეხება, ხელისუფლების არგუმენტს, რომ აქციის ორგანიზატორები პოლიტიკოსების მიერ იმართებიან, სარიშვილი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია.

„ფაქტობრივად, ეს არის 1989 წლის 9 აპრილის განმეორება იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ხალხი არ დაღუპულა და იმ განსხვავებით, რომ ქართველმა როდიონოვმა ჩაგვიტარა იგივე გახარიას სახით, რაც მაშინ როდიონოვმა გააკეთა, ტექსტებიც კი ერთი და იგივეა. ჯერ ერთი, ეს მოხდა რუსული ოკუპაციის გაპროტესტების გამო... პოლიტიკური თვალსაზრისით 20 ივნისი ეს არის 9 აპრილის ღამე," - განაცხადა სარიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები