22 იანვარი 2021,   13:36
ვრცლად
მაკა ჩიჩუა 20 ივნისის სისხლიან ღამეს სიმღერით აპროტესტებს

ყოფილმა პირველმა ლედიმ პროტესტი სიმღერით ერთ ღამეში გამოხატა. აქციიდან მძიმე ემოციებით დაბრუნებულმა თქვა, რომ მიტინგზე სიტყვით გამოსვლა საკმარისი არ იყო. თვალგამოთხრილი და ტყვიებით დაშავებული ადამიანებისთვის უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა და მეგობართან ერთად შექმნა მუსიკალური პროტესტი.

მაკა ჩიჩუა აქციაზე 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ მივიდა. მისი ემოციური გამოსვლის მთავარი ადრესატი ხელისუფლება იყო. 

ყოფილი პირველი ლედი პროტესტის გამოთქმას არასდროს ერიდებოდა, მათ შორის არც მაშინ, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის მეუღლე იყო. რუსთაველზე ახალგაზრდების პროტესტსაც ბევრად ადრე შეუერთდა, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

მაკა ჩიჩუას განცხადებით, როდესაც ეკრანზე 20 ივნისის სისხლიან ღამეს უყურებდა და ტყვიებით დაჭრილი, ცრემლსადენი გაზით მოწამლული და თვალამოთხრილი ახალგაზრდები ნახა, ცხრა აპრილი გაახსენდა. მაშინაც რუსეთის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულებს სასტიკად გაუსწორდნენ.

სიმღერის თანაავტორი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილია. ისიც რუსთაველზე დგას და პროტესტს იზიარებს. ერთი წლის წინ ჯერ კიდევ თანამდებობის პირს იმის წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდა, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულებს ხელისუფლება ასეთი სისასტიკით გაუსწორდებოდა. მუსიკისგან შორს არასდროს ყოფილა, თუმცა პროტესტი ამ ფორმით პირველად ახლა გამოხატა.

ყოფილი პირველი ლედის სიმღერაზე ”არასდროს” კლიპი ტელეკომპანია „მესამემ“ მოამზადა. ვიდეორგოლში, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ეძღვნებათ, მთავარი გმირებიც თავად არიან.

დღის ამბები