29 ნოემბერი 2020,   21:57
ვრცლად
პარლამენტის წინ ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

პარლამენტის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პროტესტს შიმშილით გამოხატავს, შეუძლოდ გახდა. მას იძულების წესით შიმშილობა შეაწყვეტინეს.

პარლამენტის წინ შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია. აქციაზე იმყოფება ადვოკატი, ბექა ბასილაიაც. მისი თქმით, ის უკვე მეოთხე დღეა, შიმშილობს.

„ჩვენ ყველანი კარგად ვართ, ჩვენ ვიშიმშილებთ ბოლომდე, ცუდად უნდა იყოს გახარია, ეს უბადრუკი, საბრალო ჯალათი... გახარია წადი, წადი, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ მოშიმშილეები მტკიცედ ვიდგებით და ჩვენ გავუძლებთ. იმ ადამიანებთან რა პასუხი გაქვთ, ვისაც თვალები დათხარე, იმ ადამიანებთან რა პასუხი გაქვთ, ვინც კომაშია და თქვენი ცინიკური განცხადებები, რომ თითქოს მკურნალობთ და ა.შ. არ გრცხვენიათ, სახლში როგორ მიდიხართ,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები