27 ოქტომბერი 2021,   18:07
ვრცლად
"დღის წესრიგში არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც შს მინისტრზე მოდის" - სალაძე პრემიერის განცხადებას ეხმაურება 

ბატონი გახარია გადაგომის საკითხი აღარ უნდა იდგეს - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე ამ დრომდე უნდა აეღო.

სულხან სალაძე აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას, გადადგეს შს მინისტრი, სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნევს. სალაძე ამბობს, რომ პოლიციას 20 ივნისის ღამეს ჰქონდა ჩარევის გარკვეული საფუძველი, თუმცა ძალა გადამეტებული იყო და ფორმა მიუღებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ჰქონდა გარკვეული საფუძველი ჩარეულიყო, რა ფორმითაც დაიწყო და როგორც გაგრძელდა ეს სცილდება ყოველგვარ ზღვარს.

ცხადია, გარდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, აქ დღის წესრიგში არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც შს მინისტრზე მოდის,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ 20 ივნისის დარბევა არ იყო შს მინისტრის პასუხისმგებლობა. ბახტაძის თქმით, სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს ეკისრება. 

დღის ამბები