27 ოქტომბერი 2021,   05:25
ვრცლად
აქციის დასარბევად ჩამოყვანილი სპეცრაზმელები უკან დააბრუნეს - 100-მდე სამართალდამცველი სასტუმრო “კრუიზში“ იმყოფებოდა

ხელისუფლებამ თბილისში რეგიონებიდან, აქციის დასარბევად ჩამოყვანილი სპეცრაზმელები უკან დააბრუნა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100 თანამშრომელი, სასტუმრო “კრუიზში“ იმყოფებოდა.

„კურიერის” წყაროს ინფორმაციით, 100-მდე პოლიციელი სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანეს. მისივე ცნობით, სამართალდამცველებმა, მიკროავტობუსებით უკვე დატოვეს ტერიტორია, თუმცა უცნობია, სად წაიყვანეს ისინი.

შაბათი-კვირა და დღეს გაიყვანეს. როგორ მოდიან იცით? პერიოდულად. სავსე იყო, რა მანქანა გინდა რომ არ ყოფილიყო. ერთი ათი წუთია რაც გაიყვანეს. პიკაპებით იყვნენ, ჯიპებით, თავის ამბულატორიით,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ამავე თემაზე
დღის ამბები