27 ოქტომბერი 2021,   03:46
ვრცლად
უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ სახელწოდების კამპანიას იწყებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს იწყებს და აპირებს, ყველა გამოსვლაში მოუწოდოს უკრაინელებს, რათა მათ საქართველოში დაისვენონ. სააკაშვილის თქმით, პუტინმა საქართველოს ემბარგო მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს.

„რუსები საბოლოოდ გათავხედდნენ და ჩაიყვანეს თბილისში ოკუპანტი, რომელიც დაჯდა პარლამენტში და რუსული დროშა ააფრიალა, რის გამოც დაიწყო ახალგაზრდების გამოსვლები. პუტინმა დაინახა, რომ პრორუსმა ოლიგარქმა მისი დავალება ვერ შეასრულა და ვერ შეაყვარა ქართველებს რუსული ოკუპაცია. ამიტომ გადაწყვიტა ქართველების დასჯა, გააუქმა ფრენები და საქართველოდან რუსი ტურისტები გაიწვია. მინდა, მივმართო უკრაინელებს. უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში. მინდა, შევხვდე უკრაინული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს და ვთხოვო, რომ დაწიონ ფასები ბილეთებზე. მოველაპარაკები ტუროპერატორებს და ქართულ სააგენტოებს, რომ უზრუნველყონ ადამიანური პირობები და საგზურების ხელმისაწვდომობა. უკრაინელებს ვთხოვ, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ქართველებს და რუსების ნაცვლად, საქართველოში მათ დაისვენონ და პუტინის კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა ჩაიშალოს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები