22 იანვარი 2021,   14:56
ვრცლად
ერთ ლარად გადაცემული 16 მილიონის ქონება - თბილისის მერიაში ბრალდებებს პასუხობენ

ერთ ლარად გადაცემული 16 მილიონის ქონება - "ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის მერს, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერიაში უარყოფენ.

საქმე ეხება ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერმა მის მეგობარს და კომპანია „არქის“ მფლობელს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ქონება სიმბოლურ ფასად გადასცა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატების მიერ გავრცელებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია წულაიას კომპანიამ "არქიმ" გაიმარჯვა.

ქონების მართვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ტერიტორია კომპანიას კანონის სრული დაცვით გადაეცა. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ „არქისთან“ დაკავშირებული კომპანიის არჩევა დეველოპერული კომპანიის გამოცდილებიდან გამომდინარე მოხდა.

„ერთადერთი კრიტერიუმი გამარჯვების გამოვლენისა, გარდა საკვალიფიკაციო გამოცდების, იყო გადმოსაცემი ფართის ოდენობა. დადგენილი იყო მინიმალური ოდენობა და პრეტენდენტები ერთმანეთს კონკურენციის ფარგლებში ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემდა მუნიციპალიტეტს. ამ შემთხვევაში გამარჯვებული კომპანია ჩვენ გადმოგვცემს 7 ათას 545-კვადრატ დასრულებულ, აშენებულ ბინას, რომელიც შემდგომში განაწილდება უკვე ავარიული ბინების მესაკუთრეებზე. კონკრეტულ კომპანიას გამოცდილება, რა თქმა უნდა არ ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო ბიზნესში ყოველი კონკრეტული პროექტისთვის იქმნება ახალი კომპანია, ამიტომ მოთხოვნილი იყო არა ახალი დაფუძნებული კომპანიის გამოცდილება, არამედ მასთან აფილირებული ან მასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული კომპანიების გამოცდილება. ამ შემთხვევაში გამარჯვებული არის „არქისთან“ დაკავშირებული კომპანია და შესაბამისად, მხედველობაში იქნა მიღებული „არქის“ გამოცდილება,“ - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები