29 ნოემბერი 2020,   21:48
ვრცლად
8 წლის ბავშვის ჯგუფურად გაუპატიურება და მკვლელობა - ინდოეთის სასამართლომ დაკავებული 8 პირიდან 6 დამნაშავედ სცნო

ინდოეთის სასამართლომ 8 წლის ბავშვის ჯგუფურად გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 8 პირიდან 6 დამნაშავედ ცნო. პროკურატურა სამი ბრალდებულის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.

საზარელი შემთხვევა ქაშმირის რეგიონში გასულ წელს მოხდა. 8 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც მუსლიმ თემს ეკუთვნოდა, ტყეში 3 კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

გამოძიების ცნობით, მისი გატაცება, წამება და მკვლელობა რაიონიდან ეთნიკური უმცირესობის გასახლების გეგმის ნაწილი იყო და მასში სასულიერო პირები და პოლიციის ოფიცრები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები