29 ნოემბერი 2020,   21:13
ვრცლად
„მეკობრე, რომელიც არის გვარად ივანიშვილი არასოდეს ნებით არ წავა თუ პანჩურით არ გააგდე" - შალვა ნათელაშვილი აქციებს ითხოვს 

„გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ივანიშვილი არ დათმობს ძალაუფლებას თუ ხალხი მასობრივად არ გამოვიდა ქუჩაში”-ასე ეხმაურება არჩევნების მეორე ტურს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გუშინდელმა არჩევნებმა ნათლად დაანახა ყველას, რომ 2020-ში ივანიშვილი დახარჯავს ათჯერ მეტ რესურსს, ამიტომ ქვეყანა არჩევნებამდე არ უნდა მივიდეს. ნათელაშვილი ქუჩის აქციების მომხრეა.

Related image„მეკობრე, რომელიც არის გვარად ივანიშვილი არასოდეს ნებით არ წავა თუ პანჩურით არ გააგდე. 2020-ში ის დახარჯავს იმაზე ათჯერ მეტს, ვიდრე დაუხარჯავს პოლიტიკური მოღვაწეობის პროცესში, რადგანაც მაშინ წყდება არა მარტო პოლიტიკის და ხელისუფლების, არამედ მისი ქონების და პირადად მისი ბედი, ამიტომ ჩვენ არ უნდა მივიყვანოთ ის არჩევნებამდე,”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურ მდივანი კი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ოპოზიციის ერთობით შეიძლება.

Related image„კრიმინალებთან ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება და ამომრჩეველი ხელისუფლებას ამას არ აპატიებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ხელისუფლება შეეზარდოს კრიმინალს და მერე ამათმა ორივემ ერთად მართოს თითოეული ჩვენგანი. ჩვენ დავინახეთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა საშუალებას მიმართა, ყველა მეთოდი გამოიყენა და ეს იყო, ასე ვთქვათ, მისი შესაძლებლობების პიკი, რაც გუშინ გააკეთა, ამიტომ, ცალსახად ნათელია ის, რომ ოპოზიციის ერთიანობა მას გაანადგურებს,“- განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები