22 იანვარი 2021,   12:31
ვრცლად
მთავარი პროკურორების არჩევა ხდება იმის მიხედვით, რამდენად დაახლოებულია ის ივანიშვილთან - ეკა გიგაური

ვინ შეცვლის შალვა თადუმაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე - მესამე სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის თანამდებობაზე მოძებნოს ნეიტრალური კანდიდატი.

არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გენერალური პროკურორების დანიშვნისა და მათი სკანდალურად წასვლის ისტორიას. მესამე სექტორის წარმომადგენლები ფარცხალაძეს, შოთაძეს და ახლა უკვე თადუმაძის გვარებს ასახელებენ.

Image result for ეკა გიგაური„სულ თავიდან იყო ადამიანი, ფარცხალაძე, რომელსაც პრობლემები ჰქონდა მის კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებით, მას პირდაპირი კავშირები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ამის შემდეგ გვყავდა პროკურორი, რომლის წარსულთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები არსებობდა. დღეს ჩვენი მთავარი პროკურორი არის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი. ამიტომ, როდესაც ასეთ მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და როდესაც ვხედავთ, რომ მთავარი პროკურორების არჩევა ხდება არა იმის მიხედვით, რამდენად დამოუკიდებელია არის პირი, არამედ იმის მიხედვით, რამდენად დაახლოებულია იგი ბიძინა ივანიშვილთან და რამდენად ლოიალურად არის იგი განწყობილი მმართველი პარტიის მიმართ. ასეთ პირობებში პროკურატურის მიმართ ნდობა იქნება დაბალ,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, დღეს პროკურატურის მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არსებობს, რაც უნდა შეიცვალოს ნეიტრალური გენერალური პროკურორის დანიშვნით.

Image result for ვახუშტი მენაბდე„კონსტიტუცია ამ საკითხს უყურებს შემდეგნაირად. პროფესიული წრიდან უნდა წამოვიდეს დამოუკიდებელი კანდიდატი და შემდეგ მან უნდა მიიღოს პარლამენტის პოლიტიკური მხარდაჭერა. უმრავლესობას უნდა ეყოს გონიერება და ამ ვითარებაში შეარჩიოს ისეთი მთავარი პროკურორი, რომელზეც არ იარსებებს კითხვის ნიშნები, რომელის მიმართაც იარსებებს საზოგადოებრივი ნდობა და რომლის მიმართაც იარსებებს პოლიტიკური ნდობა. თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ცხადია, კიდევ ერთ დამაზიანებელ ნაბიჯს გადადგამს,“ - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდება ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

დღის ამბები