22 იანვარი 2021,   13:09
ვრცლად
ახალი გენპროკურორი - ოპოზიციის თქმით, ივანიშვილი მორჩილ კადრს შეარჩევს

ვინ შეცვლის შალვა თადუმაძეს გენერალური პროკურორის პოსტზე - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი. ოპოზიციის წევრების განცხადებით, მათ არანაირი პრეტენზია არ აქვთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის მიმართ, თუ ის იქნება დასახელებული გენპროკურორის კანდიდატურად.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება გენერალური პროკურორი, რადგან გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იღებს.

ალექსანდრე ბარამიძე-ის სურათის შედეგი„დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნაზე ლაპარაკი ვერ იქნება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. კონკრეტულად ნათია მეზვრიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ დღეს გვაქვს მთავარი გამოწვევა და მთავარი პრობლემა საქართველოში, ეს არის ერთი კაცის არაფორმალური მმართველობა, ამ ერთ კაცს ხელისუფლების ყველა შტო უპყრია ხელთ. ამ ერთ კაცს გააჩნია დიდი ფულადი რესურსი. მას გააჩნია პოლიციური ძალაუფლება, ძალიან მაღალი ხარისხის. მას უნდა, რომ სამუდამოდ მისი მორჩილი მოსამართლეები გაამწესოს სასამართლოებში,“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ.

ოპონენტების თქმით, საქართველოს ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მორჩილებაში მყოფი ხელისუფლება.

თამარ კორძაია-ის სურათის შედეგი„რაზე უნდა ვილაპარაკოთ ქვეყანაში, სადაც ორი წლის პრაქტიკის მქონე მთავარი პროკურორი უცებ გადაწყვეტს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა გახდეს და უფრო მეტი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. თავმჯდომარეობაზე ხომ არ ვლაპარაკობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალსახად ბიძინა ივანიშვილის მორჩილებაში მყოფი ხელისუფლება გვყავს. ახალი ადამიანის შემოყვანას ვერ ბედავენ. მათ სჭირდებათ მკაცრად ბიძინა ივანიშვილზე დაქვემდებარებული ადამიანები, რომლებიც სანდო არიან. პერსონალურად ნათია მეზვრიშვილს კი არაფერს ვერჩი. ის უკვე ამ სისტემის ნაწილია. ამ სისტემის ნაწილობა ნიშნავს, რომ გახარიას დაქვემდებარებაში იქნება და გახარია, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან არის დაქვემდებარებაში,“ - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.

ოპოზიციის წევრები ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ისეთ მთავარ პროკურორს შეარჩევს, რომელიც მისი მორჩილი იქნება.

დაკავშირებული სურათი„გენერალური პროკურორი იქნება ის ადამიანი, რომელიც არის გამოცდილი ივანიშვილის მიერ, ან პირადი მსახურებით, ან იმ დავალების შესრულებით, ძირითადად იმ შავ-ბნელი დავალებების შესრულებით, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში იგი ავალებდა პროკურატურის თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა მისი ინტერესების დაცვასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. არავითარი ასეთი რბილი კანდიდატურები, რომელსაც ახლა ასახელებთ, არ იქნება. გამორიცხულია, არც მეზვრიშვილი იქნება, შარშან კახიშვილს ასახელებდნენ და ა.შ, ამ სტილის ადამიანებს ვანიშვილი არ ენდობა. იქნება მორიგი თადუმაძე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდება ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები