22 იანვარი 2021,   13:44
ვრცლად
„გიორგი გახარია ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ჟანდარმი ხდება,“ - გიორგი კაპანაძე

ქართული პრესა შინაგან საქმეთა მინისტრის გავლენების გაფართოებაზე საუბრობს. ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის პოსტი შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დაიკავოს. presa.ge-ს ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და თუ მეზვრიშვილი მართლაც დაიკავებს ამ პოსტს, ამით გიორგი გახარიას გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდება.

„გიორგი გახარია, რომელმაც ერთის მხრივ, კუთხეში მიაყენა სუს-ის უფროსი გომელაური და პოლიტიკური ნიშნით დაჩაგრა ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს უკვე ცდილობს პროკურატურაში გაიძლიეროს პოზიციები. გიორგი გახარია ხდება ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ჟანდარმი. ის არის ადამიანი, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას სუს-ში, ფინანსთა სამინისტროს შუა რგოლში ნიშნავს კადრებს, ასევე გავლენა აქვს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო ნაწილში, ეკონომიკის სამინისტროში და ცხადია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ფაქტობრივად, გახარიასგან კეთდება მონსტრი, რომელიც უნდა იქცეს ივანიშვილის რეჟიმის მთავარ ჟანდარმად,“ - განაცხადა "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელმა, გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდება ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. 

დღის ამბები