26 ნოემბერი 2020,   03:24
ვრცლად
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ივანიშვილის მთელი გუნდის" - ბოკერია ხორავას ქუჩის საქმეზე

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ივანიშვილის მთელი გუნდის, „ქართული ოცნების" - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას. ოპოზიციის წევრის თქმით, კალანდიას დაკავება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო. თუმცა კომისიის დასკვნაში კალანდია არ ყოფილა ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც დევნის დაწყების რეკომენდაცია გაიცა.

როგორც კომისიამ თავის დროზე დაადგინა, საქმის ძიება კონკრეტულმა სამართალდამცველებმა მიზანმიმართულად წარმართეს ხარვეზებით და დასახელდა კონკრეტული მფარველებიც, რომელთა ინტერესში სამართლის აღსრულება არ შედიოდა. გიგა ბოკერია ამბობს, რომ ყველა მათგანი, ერთმანეთთან  დანაშაულით არიან შეკრულები.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ივანიშვილის მთელი გუნდის, „ქართული ოცნების“ და განსაკუთრებით იმ ხალხის, ვინც დეპუტატები იყვნენ, ამ კომისიაში იყვნენ, ჩვენთან ერთად გადიოდნენ ამ ფაქტებს და მერე იმის კამპანიას ეწეოდნენ უტიფრად, რომ ტალახი მოეცხოთ ჩვენთვის, იმის მაგივრად, რომ აინტერესებდეთ შედეგების დაყენება. ყველანი არიან ერთმანეთის დანაშაულით შეკრულები, ამაში შედის კრიმინალური სამყაროს, პოლიციის მაღალი ან საშუალო თანამდებობის პირებიც, ადგილობრივი ბიუროკრატიაც, სუს-ის წარმომადგენლებიც,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები