29 ნოემბერი 2020,   21:18
ვრცლად
გიორგი ჭიღვარიას თქმით, ის არ არის უფლებამოსილი ნანა კოსტავას "ქართული ოცნების" რიგები დაატოვებინოს

რჩევა ქუთაისის საკრებულოში დარჩენასთან დაკავშირებით, ნანა კოსტავას გიორგი ჭიღვარიამ მისცა - ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" მოქალაქეებმა მიაწოდეს. როგორც ცნობილია, ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაიფიქრა. 

თუმცა, ამ ინფორმაციის პარალელურად, ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ ქუთაისის მერი ემიჯნება ნანა კოსტავას განცხადებებს. განცხადებაში აქვე აღნიშნულია, რომ ნანა კოსტავა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი არ არის, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე მას პარტიის რიგებს ვერ დაატოვებინებს. 

"ნანა კოსტავა არ არის პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი, შესაბამისად აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი პირი მას დაატოვებინოს პარტიის რიგები. ნანა კოსტავა გახლავთ "კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენელი.

"რაც შეეხება საკრებულოს წევრის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსს კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას. მიმაჩნია რომ მსგავსი დამოკიდებულება არის არასწორი და მიუღებელი," - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

დღის ამბები