28 ნოემბერი 2020,   00:19
ვრცლად
პრემიერს, ალბათ მეტი ძალისხმევა მართებდა, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის - დავით ჭიჭინაძე

პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ეხმაურება.

დავით ჭიჭინაძე ყურადღებას ანგარიშის იმ ნაწილზე ამახვილებს, რომელიც პენსიის  20-ლარიან მატებას ეხება. დეპუტატის განცხადებით, პენსიის 20 ლარით მატება საკმარისი არ არის, რადგან 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.   

„ამ ოც ლარზე საუბარი დღეს ძალიან უხერხულია იმიტომ, რომ ამაზე საუბრობს ქართული ოცნება, რაც კი საერთოდ ჩვენ 2016 წელს არჩევნებში გავიმარჯვეთ. თუ ბიუჯეტში იმ ხვრელებს დაიჭერენ, სადაც ასეულობით მილიონი ქრება, მე ვფიქრობ, უფრო მეტი საშუალება იქნება. პრემიერ-მინისტრს, ალბათ, მეტი ძალისხმევა მართებდა, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის და მოსახლეობისთვის არა 20, თუნდაც იმის დაბალანსება მაინც გაეკეთებინათ, რაც საბოლოო ჯამში, იმ გაძვირებამ გამოიწვია, რაც დღეს ქვეყანაში არის, ლარის კურსის გამო,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

პრემიერის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. ცნობილია რამდენიმე მიმართულება, რის ირგვლივაც აგებულია პრემიერის მოხსენება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პენსია 2020 წელს 20 ლარით მოიმატებს.

ჩანაწერში ასევე საუბარია, რომ ქვეყანაში უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით ასევე ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები