29 ნოემბერი 2020,   21:32
ვრცლად
ანგარიშის გარეშეც ვხედავთ რა მოსდის ლარს, როგორ გარბის ხალხი ქვეყნიდან, რა სიღატაკეა - რომან გოცირიძე პრემიერის მოხსენებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ეხმაურება. 

მოხსენებაში, რომელიც 212 გვერდისგან შედგება და რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, ძირითადი აქცენტი პენსიის 20 ლარით მატებაზე, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობაზე კეთდება. ნათქვამია,  რომ ქვეყანაში უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით ასევე ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ანგარიშის გარეშეც მარტივია საუბარი ქვეყნის ხელისუფლების მმართველობასა და არასწორ პოლიტიკაზე. ამის ნათელი მაგალითი კი ეროვნული ვალუტის ვარდნა და ქვეყანაში არსებული სიღარიბეა. 

„რა უნდა იყოს ახლა პრემიერ-მინისტრის ანგარიშში. იქნება კვლავ ის ტყუილები, რითაც კვებავდნენ ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ანგარიშის გარეშეც კარგად ვხედავთ, რა მოსდის ლარს, როგორ გარბის ხალხი ქვეყნიდან, რა სიღატაკეა ქვეყანაში, მოსამართლეების შესახებ მალე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, აქაც ხდება სრული უზურპაცია და პროკურორი და მისი ორი მოადგილე წარმოადგინა ივანიშვილმა უზენაეს სასამართლოში. რომელი მიმართულებით შეიძლება ამ მოხსენებაში შეიძლება იყოს ამ რაიმე წარმატებაზე საუბარი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრემიერის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. ცნობილია რამდენიმე მიმართულება, რის ირგვლივაც აგებულია პრემიერის მოხსენება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პენსია 2020 წელს 20 ლარით მოიმატებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები