29 ნოემბერი 2020,   21:50
ვრცლად
ბახტაძე არის წარუმატებელი პრემიერ-მინისტრი - ჭიაბერაშვილი პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს 

პენსია 2020 წელს 20 ლარით მოიმატებს, ქვეყანაში უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და ეკონომიკა ყვავის - ასეთია პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა.

პრემიერის ანგარიშს კრიტიკული განცხადებები, მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას წარუმატებელი პრემიერი ჰყავს, რადგან მან ვერ შეძლო მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის გამოსწორება.

„მამუკა ბახტაძემ ვერაფერი ვერ გააკეთა იმ მიმართულებით, რომ შეეცვალა სოციალური და ეკონომიკური კლიმატი ქვეყანაში, რომ ინვესტიციები გაზრდილიყო, სამუშაო ადგილები გაზრდილიყო, რომ ფასები დასტაბილურებულიყო, ლარი გამყარებულიყო, ვერცერთი ამ მიმართულებით, მან ვერაფერი ვერ გააკეთა. ის არის წარუმატებელი პრემიერ-მინისტრი. რასაც დავინახავთ მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში, ეს იქნება ცარიელი პოპულიზმი, გათვლილი ისევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც, რაც არ უნდა წარმოადგინოს მთავრობამ არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს, თუნდაც 20-ლარიანი პენსიით მატება,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები