20 სექტემბერი 2019,   09:14
ვრცლად
ქართული კლუბები არ დაისჯებიან - UEFA-ს პასუხი რუსებს

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ქართული საფეხბურთო კლუბები სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურნენ. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, რამდენიმე გუნდის ფეხბურთელებმა სპეციალურად დამზადებული მაისურები ჩაიცვეს, რომლებზეც ანტისაოკუპაციო შინაარსის წარწერები იყო გამოსახული.

ამ ფაქტს რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა კი ქართველი ფეხბურთელების დასჯის მოთხოვნით FIFA-ს რეაგირებისკენ მოუწოდა. 

აღნიშნულ თემაზე, ოფიციალური პოზიცია უეფამ დააფიქსირა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეუძლებელია ქართული კლუბების ფეხბურთელთა დასჯა, რომლებიც მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გამოჩნდნენ, რადგან ამ ფაქტს შიდა ტურნირზე ჰქონდა ადგილი. ასეთ დროს, ნებისმიერი სახის სანქცია მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია დააწესოს. 

დღის ამბები