27 მაისი 2020,   11:59
ვრცლად
შაბათს, 22:00
მოძებნე გადაცემის ჩანაწერი
ბუგო NEWS
  გადაცემის შესახებ

"The ვანოს Show-ს" შემქმნელი ჯგუფი წარმოგვიდგენს იუმორისტულ გადაცემას "კომედი შოუ". ეს ფორმატი ამერიკის შეერთებულ შტატებში 70-იანი წლებიდან არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ტიპის გადაცემაში სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდნენ ჯიმ კერი, სტივი მარტინი, კრის როკი, ედი მერფი, ვილ ფერელი და სხვები.

ეთერში გასვლისთანავე გადაცემამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, ქართულ ტელებაზარზე მას უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგი აქვს. გადაცემას ყველა ასაკის ადამიანი უყურებს.

შოუ შედგება 4-5 იუმორისტული სკეტჩისგან, რომლებიც ასახავს როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ მოვლენებს. 

სკეტჩებში იუმორით არის წარმოდგენილი ქართველების ტიპური დღეები: ყოველდღიური სცენები ოჯახში, სამსახურში, სკოლაში, ბაზრობაზე, თეატრში, ტრანსპორტში და სხვაგან.  

შემოგვიერთდით Facebook-ზე

    გადაცემის ჩანაწერები
    სკეტჩები
< ყველა გადაცემა