20 ოქტომბერი 2019,   13:02
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ფოტორეპორტაჟი ბაზრობის დამწვარი საწყობებიდან
თბილისში, "თერგის" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცაბაძის 8 ნომერიში ცეცხლი სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრის ე.წ. სათამაშოების საწყობში გაჩნდა.
ბოლო მონაცემებით, ღია ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი სავარაუდოდ ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ტერიტორიას სამართალდამცველები იცავენ და ადგილზე არც მოვაჭრეებს და არც მედიას არ უშვებენ.
ხანძართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული.
ხანძარი თბილისში
ფოტორეპორტაჟი ბაზრობის დამწვარი საწყობებიდან.
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები