19 ივნისი 2018,   20:13
ვრცლად
ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად გივი ჭიჭინაძეს პრემიერი, სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე წარადგენს

იმერეთის გუბერნატორი ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. სავარაუდოდ, მას ქართული ოცნების ოფისში მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გივი ჭიჭინაძეს ჰქონდა წარმატებული კარიერა ხელოვნების სფეროში და ასევე საჯარო სამსახურში.

„გივის იცნობენ არამარტო ვანსა და ხონში, არამედ მთელს საქართველოში. ცნობილი პირია. საკმაოდ წარმატებული კარიერის პატრონი იყო ხელოვნების სფეროში და საკმაოდ აქტიური გზა გაიარა, მათ შორის საჯარო სამსახურშიც,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს.

შეხვედრას ქართული ოცნების ოფისში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობა ესწრება. 

 

 

დღის ამბები