19 ივნისი 2018,   20:08
ვრცლად
ბრიტანელი მომღერალი ედ შირენი კალიფორნიაში გამართული მუსიკალური დაჯილდოების მთავარი გმირი გახდა

ედ შირენი კალიფორნიაში გამართული მუსიკალური დაჯილდოების მთავარი გმირი გახდა. ბრიტანელმა მომღერალმა "I HEART Radio" ევორდსზე წლის საუკეთესო მამაკაცი შემსრულებლის სტატუსთან ერთად, მოიპოვა წლის საუკეთესო სიმღერის ავტორის ჯილდოც.

ედ შირენი ახლა მუსიკალური ტურის ფარგლებში კონცერტებს ავსტრალიაში მართავს. მიუხედავად იმისა რომ დაჯილდოებაზე დასწრება ვერ მოახერხა, ბრიტანელმა მომღერალმა სიმღერა "Perfect" მელბორნიდან "I HEART Radio" ევორდსის საღამოზე რეალურ დროში შეასრულა.

წლის საუკეთესო ქალი შემსრულებლის სტატუსი ტეილორ სვიფტს გადაეცა.

მასშტაბურ საღამოს მუსიკოსების გარდა მსახიობები და ამერიკული შოუ ბიზნესის ცნობილი სახეები დაესწრნენ. ცერემონიალამდე მათ ჟურნალისტებისთვის წითელ ხალიჩაზე იპოზიორეს.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი. 

დღის ამბები